ინსტიქტი (2009)
ინფორმაცია ფილმზე:
ფილმის სახელწოდება: instinct
ორიგინალი დასახელება: ინსტიქტი
გამოშვების წელი: 2009
ჟანრი: დრამა, ტრილერი
რეჟისორი და სცენარი: ზურა სამხარაძე
მონტაჟი და სპეცეფექტები: ირაკლი გელეიშვილი
კამერა: გიორგი ჭეიშვილი, გიორგი გოცირიძე
მთავარ როლებში: ზურა სამხარაძე, ელენე ღვედაშვილი, ბაჩანა ქარჩხაძე, გოჩა გოგიაშვილი.
ანოტაცია:
მორიგი ფილმი "ფულაციის” შემქმნელებისაგან. ინსტინქტი - ძალა რომლის წინაშე სიყვარულიც კი უძლურია . . .
ქვეყანა: საქართველო
ენა: ქართული
ხანგრძლივობა: 00:08:23

ქართული ფილმები | ავტორი: Gio | კომენტარები (2/798) | სრულად
ჯინსების თაობა
თავისუფალი თეატრის ყოველთვის ანშლაგებით აღსავსე სპექტაკლი EXCLUSIVE
1983 წელს რამდენიმე ქართველმა ახალგაზრდამ საბჭოთა საქართველოდან თვითმფრინავის გატაცება და ამ გზით ამერიკაში მოხვედრა სცადა. გულუბრყვილო მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, რომელსაც მსხვერპლიც მოჰყვა თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრებსა და მგზავრებს შორის. დაიღუპნენ გამტაცებლებიც, მათი უმეტესობა კი სასამართლოს წინაშე წარსდგა.
ტერორიზმის ბრალდებით დაპატიმრებულ ახალგაზრდებს, ფეხმძიმე გოგონას გარდა, საბჭოთა ხელისუფლებამ სასჯელის უმაღლესი ზომა, დახვრეტა მიუსაჯა. სიკვდილით დასაჯეს ადამიანიც, რომელიც თვითმფრინავში საერთოდ არ მჯდარა, მაგრამ გამტაცებლების მეგობარი იყო. ,,თვითმფრინავის ბიჭების საქმე" თანამედროვე, პოსტსაბჭოთა საქართველოში ჯერ კიდევ აქტუალურია. დღემდე კამათობენ იმაზე, სინამდვილეში ვინ იყვნენ ეს ახალგაზრდები: ჩვეულებრივი ტერორისტები თუ გმირები, რომლებიც საბჭოთა ხელისუფლებას დემონსტრაციულად დაუპირისპირდნენ.

ქართული ფილმები | ავტორი: Gio | კომენტარები (0/819) | სრულად
იდიოტოკრატია DVDrip
გამოშვების წელი: 2008
ჟანრი: კომედია
რეჟისორი: ავთო ვარსიმაშვილი
ფორმატი:AVI
ხარისხი:DVD
საქრთველოს სახელმწიფო დეზინფექციის მინისტრ გოგას, სასტუმროში პაემანი აქვს შორენასთან, რომელიც ოპოზიციური პარტის მდივან-მემანქანეა. საყვარლების სასტუმრო ოთახში მოულოდნელად გვამს აღმოაჩენენ. მინისტრი პანიკაშია, მისი პოლიტიკური კარიერა საფრთხის წინაშე დგება. ვინ უშველის მას ? ვინ აიღებს თავის თავზე მთელს პასუხისმგებლობას ? რა თქმა უნდა მისი მოადგილე გრიშა…
როლებში: ნიკა გომელაური, სანდრო მარგალიტაშვილი, კახა მიქიაშვილი, ცისია მეტრეველი, სლავა ნათენაძე, ჯაბა კილაძე, ლარისა რეშეტკო, მამუკა მუმლაძე, ქეთა ლორთქიფანიძე, თიკო კორძაძე, ვანო ქურასბედიანი, ოთარ კოვზირიძე, გიორგი ჯიქია, ამირან ქაჩიბაია, მერაბ სანოძე, ბუბა კიკაბიძე, თამუნდა ნიკოლაძე, ეთო მაღლაკელიძე, კახა გოგიძე, გოგა ბარბაქაძე, გიორგი ვარსიმაშვილი, მიშა ამბროსოვი, მიშა არჯევანიძე, ანატოლი ჰაიდე, დიმა სპორიშევი, მამუკა ლორია, თამარ ბუხნიკაშვილი, დიმა მერაბიშვილი.

ქართული ფილმები | ავტორი: Gio | კომენტარები (0/732) | სრულად
გოგონა სლაიდიდან (2009/GEO) TVRip
ინფორმაცია ფილმზე:
ფილმის სათაური: 90/60/90 ანუ გოგონა სლაიდიდან
ორიგინალი სათაური: 90/60/90 ანუ გოგონა სლაიდიდან
წელი: 2009
ჟანრი: კომედია
რეჟისორი: გიგა აგლაძე /მარინა კოლხიდაშვილი
როლებში: ზაზა ბეჟაშვილი / ნათია ახვლედიანი / პაატა პაპუაშვილი / ნანიკო ხაზარაძე / ზურა ყიფშიძე / ეკა ჩხეიძე / კრისტი ყიფშიძე / ვასო ფხაკაძე / მიშა ანდღულაძე..
აღწერა: ახალი ქართული ფილმი 90/60/90 ანუ გოგონა სლაიდიდან!
გამოშვებულია: საქართველო
ხანგრძლივობა: 01:47:20
გახმოვანება: ქართული
ფაილი
ფორმატი: AVI (XVID)
ხარისხი: TVRip
ვიდეო: 512x384 /619 Кбит/сек
აუდიო: MPEG Audio Layer 3/ 44,1 КГц
ზომა: 531 MB

ქართული ფილმები | ავტორი: Gio | კომენტარები (0/778) | სრულად
13 ცამეტი
ორიგინალური სათაური: 13 ცამეტი 
შინაარსი: გელა ბაბლუანის კინოფილმი დაწერილი და გადაღებულია 2005 წელს. ეს ფილმი ბაბლუანის სრულმეტრაჟიანი ფილმის სარეჟისორო დებიუტი აღმოჩნდა. ფილმი ასევე დებიუტი გახდა რეჟისორის ვაჟის გიორგი ბაბლუანისთვის, რომელიც სებასტიანის როლს ასრულებს. ფილმი გადაღებულია შავ-თეთრად, ნუარის სტილში, სიუჟეტი თანდათან იძაბება და კულმინაციას მთავარ სცენაში აღწევს. ზოგიერთი კრიტიკოსის შედარებით ეს ნამუშევარი ამერიკელი რეჟისორი დევიდ ფინჩერის სტილს წააგავს.. თბილისში ფილმის პრემიერა 2006 წლის 11 მაისს მოეწყო.

ქართული ფილმები | ავტორი: Gio | კომენტარები (0/749) | სრულად
ხარება და გოგია (1987) DVDRip
ფილმის სათაური: ხარება და გოგია
წელი: 1987
ჟანრი: სათავგადასავლო
რეჟისორი: გიორგი შენგელაია
აღწერა: თავად ხარაშვილის მოურავი ხარება ჯიბუტი ბატონის უსამართლობას გაექცევა და ტყეში ყაჩაღად გავარდნილი გოგია კენკიაშვილის რაზმს შეუერთდება. ყაჩაღებზე ძებნაა გამოცხადებული. თავადი ანდრონიკაშვილი ხარებას და გოგიას საინტერესო ადამიანებად მიიჩნევს. რუსი მაღალჩინოსანი სტუმრის, ვოლხოვსკის თხოვნით მათ წვეულებაზე მიიპატიჟებს. ტყის ძმები თავადის კაცურ სიტყვას ენდობიან და წვეულებაზე გამოცხადდებიან. შტაბს-კაპიტანი ახვლედიანი რაზმელებზე ნადირობს, მაგრამ მოსახლეობის მხარდაჭერით ტყის ძმები განსაცდელს არაერთხელ დააღწევენ თავს. მოღალატის დახმარებით ახვლედიანი მიზანს მაინც მიაღწევს – ხარებას და გოგიას რაზმს ალყაში მოამწყვდევს და გაანადგურებს.
გამოშვებულია: სს "ქართული ფილმი"
ხანგრძლივობა: 02:15:53 წთ
ენა: ქართული
ფაილი:
ფორმატი: AVI (XviD)
ხარისხი: DVDRip
ვიდეო: MPEG4, 1297 kbps avg, 608x352 (1.73:1)
აუდიო: ქართული MP3, 128 kb/s (2 ch)
ზომა: 1,36 GB

ქართული ფილმები | ავტორი: Gio | კომენტარები (0/761) | სრულად
ოთარაანთ ქვრივი / 1957
აღწერა: ოთარაანთ ქვრივის ერთადერთი ვაჟი გიორგი ყოფილი ბატონის სახლში მოჯამაგირედ დადგომას გადაწყვეტს. თავმოყვარე ქვრივს დარდი მოსვენებას არ აძლევს, ხვდება, რომ მის შვილს თავადის ქალი კესო შეუყვარდა. გიორგი სიხარულით ემსახურება თავადის ასულს, ეზო-კარს წალკოტად უქცევს, თუმცა გულისნადებს ვერ მიახვედრებს. თივის ზვინიდან გადმოვარდნილი გიორგი სასიკვდილოდ დაშავდება, მხოლოდ სიკვდილის წინ გაუმჟღავნებს კესოს სიყვარულს. ზამთრის ერთ დღეს ოთარაანთ ქვრივს შვილის საფლავზე ნახავენ გაყინულს.
დამდგმელი რეჟისორი: მიხეილ ჭიაურელი
სცენარის ავტორები: აკაკი ბელიაშვილი, მიხეილ ჭიაურელი
დამდგმელი ოპერატორები: დავით კანდელაკი, დიმიტრი ფელდმანი
მხატვარი: ლეონიდ მამალაძე
კომპოზიტორი: სულხან ცინცაძე
ხმის ოპერატორი: ვლადიმერ დოლიძე
მონაწილეობენ: ვერიკო ანჯაფარიძე (ოთარაანთ ქვრივი), გიორგი შენგელაია (გიორგი), ბორის ანდრონიკაშვილი (თავადი არჩილი), დინარა ჟორჟოლიანი (კესო თავადის ასული), კოტე დაუშვილი, ირაკლი ნიჟარაძე, მერი დავითაშვილი, ალექსანდრე გომელაური, ა. ზაგორსკი, ვახტანგ ნინუა, აკაკი კვანტალიანი, ბადრი კობახიძე, ალექსანდრე ომიაძე, მიხეილ მგელაძე, ირინე მაღალაშვილი, გიორგი დავითაშვილი
გადაღებულია ილია ჭავჭავაძის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით

ქართული ფილმები | ავტორი: Gio | კომენტარები (0/782) | სრულად
ოცნების ქალაქი
ჟანრი: ლირიული დრამა, კომედიური ელემენტებით
ქრონომეტრაჟი: 90 წუთი
ფორმატი: ციფრული კინო
მიზნობრივი აუდიტორია: 13-45 წელი
საპროუდუსერო კომპანია: სამაუწყობლო კომპანია `რუსთავი 2`
გადაღების პერიოდი: 2009 წლის დეკემბერი
ფილმის დასრულების პერიოდი: 2010 წლის იანვარი 

ქართული ფილმები | ავტორი: Gio | კომენტარები (0/992) | სრულად
« 1 2 3 »
ავტორიზაცია
სახელი
პაროლი
საუკეთესო


null null1181
null59
null45



null null54
null11
null10



null null42
null11
null10



null null27
null0
null10

რეკლამა
სტატისტიკა
web site analyser
საიტს მართავს სისტემა uCoz