აღწერა: ოთარაანთ ქვრივის ერთადერთი ვაჟი გიორგი ყოფილი ბატონის სახლში მოჯამაგირედ დადგომას გადაწყვეტს. თავმოყვარე ქვრივს დარდი მოსვენებას არ აძლევს, ხვდება, რომ მის შვილს თავადის ქალი კესო შეუყვარდა. გიორგი სიხარულით ემსახურება თავადის ასულს, ეზო-კარს წალკოტად უქცევს, თუმცა გულისნადებს ვერ მიახვედრებს. თივის ზვინიდან გადმოვარდნილი გიორგი სასიკვდილოდ დაშავდება, მხოლოდ სიკვდილის წინ გაუმჟღავნებს კესოს სიყვარულს. ზამთრის ერთ დღეს ოთარაანთ ქვრივს შვილის საფლავზე ნახავენ გაყინულს. დამდგმელი რეჟისორი: მიხეილ ჭიაურელი სცენარის ავტორები: აკაკი ბელიაშვილი, მიხეილ ჭიაურელი დამდგმელი ოპერატორები: დავით კანდელაკი, დიმიტრი ფელდმანი მხატვარი: ლეონიდ მამალაძე კომპოზიტორი: სულხან ცინცაძე ხმის ოპერატორი: ვლადიმერ დოლიძე მონაწილეობენ: ვერიკო ანჯაფარიძე (ოთარაანთ ქვრივი), გიორგი შენგელაია (გიორგი), ბორის ანდრონიკაშვილი (თავადი არჩილი), დინარა ჟორჟოლიანი (კესო თავადის ასული), კოტე დაუშვილი, ირაკლი ნიჟარაძე, მერი დავითაშვილი, ალექსანდრე გომელაური, ა. ზაგორსკი, ვახტანგ ნინუა, აკაკი კვანტალიანი, ბადრი კობახიძე, ალექსანდრე ომიაძე, მიხეილ მგელაძე, ირინე მაღალაშვილი, გიორგი დავითაშვილი გადაღებულია ილია ჭავჭავაძის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით
|