როგორ იწრთობოდა ფოლადი შორეულ 1997 წელს, როდესაც პირველი Grand Theft Auto გამოვიდა, ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ ხუთიოდე წლის შემდეგ ეს მოკრძალებული არკადა ვიდეოთამაშების ინდუსტრიის ერთ–ერთ ყველაზე წარმატებულ პროდუქტად გადაიქცეოდა. 2001 წელს გამოსული Grand Theft Auto III დრაივინგ–ექშენის ეტალონად მოგვევლინა, რომელმაც საყოველთაო მოდა შემოიტანა თავისუფალი გეიმფლეის მქონე, სენდბოქსის ტიპის თამაშებზე და კლონების მთელი არმია წარმოშვა. მეორედ დაბადებული სერიის ესტაფეტა უკვე ერთი წლის შემდეგ აიტაცა დამოუკიდებელმა ადდონმა Grand Theft Auto: Vice City, ხოლო 2004 წელს გამოსულმა San Andreas–მა საბოლოოდ განამტკიცა ლიდერის პოზიცია. მიუხედავად იმისა, რომ Vice City და San Andreas მხოლოდ ფორმალურად ითვლებოდნენ დამატებებად და რეალურად დამოუკიდებელ თამაშებს წარმოადგენდნენ (ეს განსაკუთრებით San Andreas–ს ეხება, რომელშიც სათამაშო პროცესმა მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა), ავტორებმა თავიდანვე განმარტეს, რომ ეს მხოლოდ „ჟურნალი“ იყო და ნამდვილი GTA IV, ანუ თამაში, რომელიც სრული უფლებით მოიპოვებდა „მეოთხე ნომრის“ სტატუსს, მომავალში შეიქმნებოდა. ადვილი წარმოსადგენია, როგორ მოუთმენლად ელოდებოდა გეიმერული საზოგადოება ამ დაპირებულ მომავალს. 2008 წლის აპრილში ეს ნანატრი მომავალი რეალობად იქცა – Xbox 360 და PlayStation 3 პლატფორმებზე ერთდროულად გამოსული Grand Theft Auto IV მომენტალური ჰიტი და პერსონალური კომპიუტერების მფლობელთა შავი შურის საგანი გახდა. ეს უკანასკნელები გულისფანცქალით ელოდნენ PC პორტს, რომლის გამოშვებასაც Rockstar Games სადისტურად, მთელი შვიდი თვის განმავლობაში წელავდა. ბევრმა ფანატმა ვეღარ გაუძლო ამ წამებას და ბოლო თაობის კონსოლიც კი იყიდა მხოლოდ იმისათვის, რომ GTA IV–ის თამაშის საშუალება მისცემოდა. 2008 წლის დეკემბერში, როგორც იქნა, PC გეიმერებსაც აუხდათ „კონსოლური ოცნება“, თუმცა თამაშის პრემიერას „პერსონალურ“ პლატფორმაზე კუპრის რამდენიმე გამაღიზიანებელი წვეთი ახლდა თან. კერძოდ, იძულებითი გაწევრიანება ისეთ სერვისებში, როგორიცაა Rockstar Social Club და Games for Windows – LIVE (სხვაგვარად შეუძლებელია არა მხოლოდ მულტიპლეერში თამაში, არამედ განვლილი მისიების შენახვაც), ამ სერვისებისათვის აუცილებელი კომპონენტების ცალკე ინსტალაცია და მათთვის განახლებების მოქაჩვა (სხვაგვარად თამაში უბრალოდ არ ჩაირთვება), SecuROM–თან დაკავშირებული ტრადიციული პრობლემები და, ყველაფერ სიკეთესთან ერთად, უზარმაზარი სისტემური მოთხოვნები, რის გამოც საკმაოდ მოწინავე PC სისტემებზეც კი ტექსტურების ხარისხი საშუალოზე მაღალს ვერ ცდება, დაბალ წარმადობაზე რომ აღარ ვილაპარაკოთ. სხვა მხრივ პორტი საკმაოდ ხარისხიანი გამოდგა, უმნიშვნელო პროგრამულ ხარვეზებს თუ არ ჩავთვლით. თუმცა, ნამდვილად გაუგებარია, რატომ დასჭირდა Rockstar Games–ს ნახევარ წელიწადზე მეტი მის გასაკეთებლად. დანარჩენი გადმოწერეთ

გადმოიწერე შენი არჩეული ფაილი
ავტორიზაცია
საუკეთესო


null null1181
null59
null45



null null54
null11
null10



null null42
null11
null10



null null27
null0
null10

რეკლამა
სტატისტიკა
web site analyser
საიტს მართავს სისტემა uCoz