კატორღა-12 — საბჭოთა სამეცნიერო ცენტრია, რომელიც კამჩატკის სანაპიროსთან ახლოს მდებარე პატარა კუნძულზეა აგებული. წარუმატებელი ექპერიმენტის გამო კუნძული დროის მახეში მოხვდა და ახლა წამდაუწუმ მოძრაობს 1950 წელსა და 2010-ს შორის. ამ უცნაურ და ყოველთვის ცვალებად ადგილში მოხვედრისას, სადაც დროში ნახტომები ხდება მოთამაშეებს სერიოზული გამოცდის გავლა მოუწევთ. ძლიერი იარაღისა და უნიკალური ექსპერიმენტული მოწყობილობის - დროის მობილური გარდამქმნელის დახმარებით, ისინი შეებრძოლებიან მტერს წარსულსა და აწმყოში, და გაანადგურებენ კოშმარულ არსებებს პარალელური სამყაროდან. თუმცაღა მათი მთავარი მიზანია - 1950 წელს მომხდარი საშინელი კატასტროფის თავიდან ასაცილებელი ხერხის მოძებნა, რათა 2010 წელს ყველაფერი თავის ადგილას დადგეს.
|