 პირველ საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრები თემურ ქეცბაიას თავკაცობით ასპარეზობდა, ჩვენებმა 2:1 იმარჯვეს ესტონეთის ეროვნულ ნაკრებთან. ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს პენალტით კობიაშვილმა გახსნა. მეორე ტაიმის 83-ე წუთზე ესტონელებმა ანგარიში გაათანაბრეს, თუმცა დამატებულ დროში სირაძეს თაურმა დარტყმამ საქართველოს ნაკრებს საბოლოო გამარჯვება მოუტანა.
|