ვულვზი - ტოტენჰემი 

მიმდინარე სეზონში ეს ორი გუნდი უკვე შეხვდნენ ერთმანეთს "უაიტ ჰარტ ლეინზე" სადაც პრემიერ ლიგის ახალწვეულმა "ვულვზმა" მინიმალური ანგარიშით 0:1 კევინ დოილის ერთადერთი გოლის წყალობით მოიგო. ჩემპიონატის ეგიდით გუნდები 88-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. აქედან 25-ჯერ გამარჯვება "მგლებს" ერგოთ, 44-ჯერ "მამლებს", ხოლო 18 მატჩი ფრედ დასრულდა. როცა "ვულვერჰემპტონი" ბოლოჯერ გამოდიოდა პრემიერ ლიგაში, ის "ტოტენჰემთან" 5:2 "უაიტ ჰარტ ლეინზე" და 0:2 "მულინექსზე" დამარცხდა.

სასტარტო შემადგენლობაში მოსალოდნელია "ვულვზის" ახალწვეულის ადლენ გუდიურას გამოჩენა. კვირას, პრემიერ ლიგის 25-ე ტურში "ბირმინგემის" წინააღმდეგ ის ცვლილებაზე შემოვიდა და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ლაზარეთში კვლავ რჩებიან გარემარბი მაიკლ კაითლი, ნახევარმცველი დეივ ედვარდსი და თავდამსხმელი ენდი კეოჰი.

მოსალოდნელია, რომ მატჩის გამოტოვება მოუწევს "ტოტენჰემის" ვიცე-კაპიტან ლედლი კინგს. ასევე ლაზარეთში იმყოფებიან ბენოა ესო-ეკოტო, ჯონათან ვუდგეიტი, აარონ ლენონი და რომან პავლიუჩენკო.

  ვესტ ჰემი - ბირმინგემი 

გასულ უიქენდზე "ვესტ ჰემი" "ბარნლისთან" დამარცხდა და კვლავ გასავარდნ ზონაში აღმოჩნდა. ჯანფრანკო ძოლას შეგირდები საკმაოდ კარგ ფეხბურთს თამაშობენ, თუმცა საკმაოდ ბევრ შეცდომას უშვებენ დაცვის ხაზში. "ბირმინგემი" ბოლო 15 ტურში მხოლოდ ერთხელ დამარცხდა, რაც "ლურჯების" დაცვის ხაზის მდგრადობის აღმნიშვნელია. კვირას ალექს მაკლიშის გუნდი თითქოს საკუთარ მოედანზე "ვულვზთან" მარცხდებოდა, თუმცა მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე ვეტერანი კევინ ფილიპსის დუბლის წყალობით ანგარიშით 2:1 გაიმარჯვა.

"ვესტ ჰემს" ვერ დაეხმარება ახალწვეული ბენი მაკკარტი. სამხრეთ აფრიკელმა ფორვარდმა "ბარნლის" წინააღმდეგ მატჩში მუხლის ტრამვა მიიღო. ასევე ლაზარეთში არიან კირონ დაიერი, გილერმო ფრანკო და დენი გაბიდონი. სამაგიეროდ ტრამვა მოიშუშა გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა ალესანდრო დიამანტიმ.

"ბირმინგემის" თავკაც ალექს მაკლიშს სასტარტო შემადგენლობის შეცვლა მოუწევს, რაც ბოლო 13 ტურია არ გაუკეთებია. საქმე იმაშია, რომ თავდამსხმელი კრისტიან ბენიტესი ტრამვის გამო გუნდს ვერ დაეხმარება. ეკვადორელის ადგილს 36 წლის ვეტერანი კევინ ფილიპსი ჩაანცვლებს. სტიუარტ ბარნაბიმ კი ზურგის ტრამვა უკვე მოიშუშა.

ასტონ ვილა-მანჩესტერი

მიმდინარე სეზონში "ასტონ ვილამ" ერთხელ უკვე დაამარცხა "მანჩესტერ იუნაიტედი". გაბრიელ აგბონლაჰორის ერთადერთი გოლის წყალობით ბირმინგემელებმა "ოლდ ტრაფორდიდან" სამი ქულის წამოღება მოახერხეს. "ასტონ ვილას" ანგარიშზე ზედიზედ ჩატარებული 4 "მშრალი" მატჩია. 28 თებერვალს მიმდინარე სეზონში გუნდებს კიდევ ერთხელ მოუწევთ ერთმანეთში შეხვედრა - ამჯერად "უემბლიზე" კარლინგის თასის ფინალში.

მატჩში მონაწილეობაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას "ასტონ ვილას" ფორვარდის ემილ ჰესკის საკითხი. ინგლისელის შეცვლას ნორვეგიელი ჯონი კარეუ ითავებს. კვლავ ლაზარეთშია მარცხენა მცველი სტივენ უორნოკი.

სტუმართა სასტარტოში კვლავ დაბრუნდებიან ვეტერანები პოლ სკოულზი და რაიან გიგზი. ორივე ფეხბურთელი ბოლო ტურში "პორტსმუტის" წინააღმდეგ მატჩში სათადარიგოთა სკამზე ისხდნენ. რიო ფერდინანდი კვლავ დისკვალიფიცირებულია. შესაძლოა ითამაშოს ცენტრალურმა მცველმა ნემანია ვიდიჩმაც.

 არსენალი-ლივერპული  

თუ ბოლო 6 ტურის სტატისტიკას ვნახავთ, "ლივერპული" რიგით მესამე ადგილზე იმყოფება. მას შემდეგ, რაც საკუთარ "ენფილდზე" "არსენალთან" 1:2 დამარცხდნენ, რაფაელ ბენიტესის შეგირდებმა მას შემდეგ მხოლოდ 1 მარცხი იგემეს. "წითლების" წინააღმდეგ გამართულ 2 მატჩში "მეთოფეთა" რუსმა ფორვარდმა ანდრეი არშავინმა 5 გოლი გაიტანა. დეკემბრის წარმატება მიმდინარე სეზონში "არსენალისათვის" "დიდი ოთხეულების" გუნდების წინააღმდეგ ერთადერთი იყო. თუ "ლივერპული" "ემირეიტსზე" გამარჯვებას მოახერხებს, მასსა და "არსენალს" შორის სხვაობა მხოლოდ 2 ქულა გახდება.

"არსენალის" შემადგენლობაში კვლავ ვერ გამოჩნდება ხორვატი თავდამსხმელი ედუარდო და სილვა. გუნდის ლაზარეთში ასევე არიან რობინ ვან პერსი, კირან გიბსი, იოჰან ჯურუ და ფრან მერიდა.

"ემირეიტსზე" გასვლით მატჩს გამოტოვებს "ლივერპულის" იტალიელი პლეიმეიკერი ალბერტო აკვილანი. იტალიელი ძალიან ცუდ ფორმაშია. ბერძენი მცველი სოტირიოს კირიაკოსი დისკვალიფიკაციის გამო 3 მატჩს გამოტოვებს, ამიტომ დაცვის ცენტრში მან ან მარტინ შკრტელი, ან დანიელ აგერი ჩაანაცვლებენ. ჯეიმი კარაგერი კვლავ მარჯვენა ფლანგზე დარჩება. ფერნანდო ტორესი, იუსი ბენაიუნი და გლენ ჯონსონი ფორმის აღდგენამდე ძალიან შორს არიან.

  ბლექბერნი - ჰალი 

"როვერსი" გასავარდნი ზონიდან 7 ქულით არის დაშორებული. ბოლო ორ ტურში "ჰალი" ძალიან კარგ ფორმაშია, რაზეც "ჩელსის" წინააღმდეგ ნათამაშები ფრე (1:1) და "სიტის" დამარცხება (2:1) მეტყველებს. ორივე მატჩი "ვეფხვებმა" სახლში ჩაატარეს. მიმდინარე სეზონში გუნდები უკვე შეხვდნენ ერთმანეთს და მატჩი 0:0 დასრულდა, თუმცა "ჰალს" გამარჯვების შანსი ჰქონდა, მაგრამ საკმაოდ ბევრი მომენტი ვერ გამოიყენა.

მასპინძელთა თავკაცის სემ ელერდაისის განკარგულებაში იქნებიან მცველი ლარს იაკობსენი და ნახევარმცველი ვინს გრელა. ორშაბათს საღამოს მათ უკვე ჩაატარეს მატჩი რეზერვების შემადგენლობაში. კრისტოფერ სამბა დისკვალიფიცირებულია, ხოლო დევიდ დანმა ტრამვა ჯერ ვერ მოიშუშა.

"ჰალის" შემადგენლობაში დაბრუნდნენ მარცხენა მცველი ენდი დოუსონი და ნახევარმცველი ჯორჯ ბოატენგი, რომლებმაც "სიტის" წინააღმდეგ მატჩში მცირე ტრამვები მიიღეს. ჯოვანი ისევ პორტუგალიაშია, სადაც მას სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. ნახევარმცველმა ჯიმი ბულარდმა კი უკვე განაახლა ვარჯიშები და სავარაუდოდ მომავალ ტურში უკვე თამაშს შეძლებს.

  ევერტონი - ჩელსი 

"ევერტონი" ერთადერთი გუნდია მიმდინარე სეზონში, რომელმაც "სტემფორდ ბრიჯიდან" ქულის წამოღება მოახერხა. დეკემბერში გამართულ მატჩში გუნდებმა უხვგოლიანი თამაში აჩვენეს და საბოლოოდ 3:3 დაზავდნენ. შაბათს გამართულ მერსესაიდულ დერბიმდე (0:1) "კანფეტები" საკმაოდ კარგ ფორმაში იმყოფებოდნენ, რაზეც 9 მატჩიანი წაუგებელი სერია მეტყველებს. ბოლო 6 ტურის სტატისტიკით "ჩელსი" პრემიერ ლიგის საუკეთესო გუნდად მიიჩნევა. დევიდ მოიესის შეგირდება, მიუხედავად საშინაო მატჩისა, ურთულესი მატჩი ელით.

"ევერტონს" დღეს გუნდის ლიდერები სტივენ პიენაარი და მარუან ფელაინი ვერ დაეხმარებიან. პიენაარი დისკვალიცირებულია, ხოლო ფელაინი - ტრამვირებული. ნახევარდაცვის ხაზში ერთმანეთს კონკურენციას გაუწევენ ჯეკ როდველი და მიკელ არტეტა. გამოუვალი მდგომარეობის შემთხვევაში, ნახევარდაცვაში თამაში ჯონი ჰეიტინგასაც შეუძლია.

მცირე ტრამვა მოიშუშა "ჩელსის" კაპიტანმა ჯონ ტერიმ. მუხლის ტრამვის გამო ლაზარეთში იმყოფება პორტუგალიელი ნახევარმცველი დეკუ. ასევე მაიკლ ესიენი, ჟოზე ბოსინგვა და ჯულიანო ბელეტი.


გადმოიწერე შენი არჩეული ფაილი
ავტორიზაცია
საუკეთესო


null null1181
null59
null45



null null54
null11
null10



null null42
null11
null10



null null27
null0
null10

რეკლამა
სტატისტიკა
web site analyser
საიტს მართავს სისტემა uCoz